ჟურნალისტები ფარული ჩაწერისთვის დაისჯებიან?
30-01-2014, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფარული ჩანაწერების შემსწავლელი კომისიის დადგენილებით , ცვლილები შედის სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ამკაცრებს სანქციას სამ მუხლში.

ეს არის 157-ე - "პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა", 158-ე მუხლი - "კერძო კომუნიკაციების გასაჯაროება და 159-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება გამოსასწორებელი ვადით 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე.


მეორე ნაწილი "პირადი ან ოჯახური საიდუმლოების უკანონოდ გამოყენება, მისი გავრცელება სხვადასხვა საჯარო გამოსვლებით, ან მაუწყებლით, ასევე ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ვადით 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე.

"საერთაშორიშო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ "ალიას" ესაუბრა.

გიგაურის განმარტებით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები არქივში აღარ არის დარჩენილი. ხოლო, ინტიმური კადრები განადგურდა ჯერ კიდევ სექტემბერში.

ის 28 ათასი ფაილი, კი რომელიც არ განადგურებულა, არის ჩვეულებრივი თვალთვალისა და მიყურადების არქივი სხვადასხვა ადამიანებზე.

"ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ის პირები, რომლებიც გასცემდნენ უკანონო მიყურადებისა და ამ არქივის შექმნის ბრძანებას"-განაცხადა გიგაურმა.

აღნიშნულ საკითხზე "ალია" იურისტ კახი კახიშვილსაც დაუკავშირდა. იურისტის თქმით მსგავსი ჩანაწერი ახალ რედაქციაში იმოქმედებს მედიის წარმომადგენლებზეც, ვინაიდან ისინი ხშირად ახორციელებენ რესპოდენტების ფარულ ჩაწერას.

"ეს არის ცოტა სახიფათო რედაქცია. ამაზე დამეთანხმნენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები და დაგვპირდნენ,რომ გადაიხედება აღნიშნული რედაქცია, რათა დაკონკრეტდეს, რა შემთხვევაში იქნება აკრძალული კერძო საუბრის ჩაწერა"- განაცხადა კახიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

  http://press.mediamall.ge/?id=9583 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი