თინა ხიდაშელი: უნდა იყო მორჩილი, უნდა გქონდეს ბევრი ფული და უნდა იყო მოღალატე, თუ გინდა რომ იყო კვირიკაშვილის გუნდის წევრი
11-08-2016, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრს უპირისპირდება. ხიდაშელის განაწყენების მიზეზი გიორგი კვირიკაშვილის მიერ "ქართული ოცნების" დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებად ზოგიერთი პირის წარდგენა გახდა, რასაც იგი ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ "ფულის ტომრების" ადგილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ არის.

 

 

"უნდა იყო მორჩილი, უნდა გქონდეს ბევრი ფული და უნდა იყო მოღალატე, თუ გინდა რომ იყო კვირიკაშვილის გუნდის წევრი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა პროგრამა "მოამბეში".

 


იგი კონკრეტულ პარლამენტარებსაც ასახელებს, რომლებიც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყვნენ არჩევნებზე წარდგენილი, ხოლო დღეს კი ისინი "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა კანდიდატებად.

 

 

”დღესაც რომ შეხვიდეთ „ვიკიპედიაში“, მაგალითად ბატონი გოდერძი ბუკია მოხსენიებულია, როგორც პარტია ”ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრი, ასევე ბატონი ოქრიაშვილი და ბევრნი არიან, მათი სია გრძელია. თუკი ადამიანს არასოდეს ინიციატივა არ ჰქონია, კანონპროექტი არ დაუწერია, ხმა არ ამოუღია, არაფერი უთქვამს არც კარგი, არც ცუდი, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა უნდა სვამდეს კითხვას - რა არის მასში ღირებულება, რომლის გამოც ახლა ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მასზე არჩევანის შეჩერება, გარდა იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ფული აქვს და ის აბსოლუტურად მორჩილია”, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

 

 

კომენტარები: 4
#4   buy_cialis
      
Need prescription for buy cialis without uk do you .
24 ნოემბერი 2016 03:20
#3   ვარსქენი
      
ასეთი ნამუსგარეცხილი და შუბლზეძარღვგადგლეჯილი დედაკაცის მნახველი არის ვინმე?

ასეთი ნამუსგარეცხილი და შუბლზეძარღვგადგლეჯილი დედაკაცის მნახველი არის ვინმე?
24 აგვისტო 2016 01:55
#2   solomon
      
ხიდაშელი, სიტყვა "მოღალატე"-ს თუ სხვა პირის მიმართ გამოიყენებდა - ვინ იფიქრებდა
?
15 აგვისტო 2016 03:12
#1   gm
      
არაფერი არ გაკლიათ რაც ჩამოთვალე და ესეიგი გამხდარხარ კვირიკაშვილის გუნდის წევრი რაო თინა პარასკევია დღესაოოოოოო? ჯერ სადახარ აწი ნახავთ ვინც ხართ თქვენ და თქვეი პარტია
15 აგვისტო 2016 02:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი