ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაჭრილ აბიტურიენტებს მიმართავს: უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს
12-08-2016, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმ აბიტურიენტებს მიმართავს, რომელთაც ეროვნულ გამოცდებში შესაბამისი ქულები ვერ მიიღეს და უმაღლეს სასწავლებლებს მიღმა დარჩნენ. იგი მოუწოდებს ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტ "პროფესიულ" ალტერნატივაზე იფიქრონ და აირჩიონ ისეთი პროფესიები, რომელთაც ბევრი წელი არ სჭირდება. ასეთებად კი ჯეჯელავას " სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, დაზღვევის აგენტები" ესახება.

 


”ადამიანები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ბევრი მწერს, რომ ”ჩემი ცხოვრება დასრულდა”, ”რაღა უნდა შევძლო, რაღა გავაკეთო”... მე მინდა დავარწმუნო ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, რომ ძალიან ბევრი კარგი ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროფესიული განათლება, ტრენინგები, მომავალში კიდევ სცადონ უმაღლესი განათლების მიმართულებით ბედი. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი უსამსახურო იურისტი გვყავს, ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, დაზღვევის აგენტები... ეს ყველა პროფესიული მიმართულების საქმიანობაა, რომელზეც ადამიანმა შეიძლება ოთხი წელი არ დახარჯოს და შეძლოს პროფესია საკმაოდ მოკლე ვადაში აითვისოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისოს და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა განიხილოს ამ პროცესში. მე მგონია, რომ შემდგომ წლებში, პროფესიული განათლების განვითარება ზუსტად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ყველა კი არ წავიდეს უმაღლეს განათლებაში, არამედ მხოლოდ ის ახალგაზრდები, ვინც თავის მომავალს აკადემიურ სფეროში ხედავს და ვისაც ძალიან მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება შეუძლია“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

იგი თვლის, რომ უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს.

 


”წელს ჩვენი აბიტურიენტების დაახლოებით 16%–მა, ვინც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა და ზოგჯერ, ეს ძალიან ცუდ შედეგად შეფასდა, რასაც მე პრინციპში არ ვიზიარებ. ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს განათლებას იმიტომ ჰქვია უმაღლესი განათლება, რომ ის არ არის საყოველთაო, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. უმაღლესი განათლება უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ აკადემიურ წარმატებას აღწევს. დღესდღეობით, ეს 16% რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, რადგან ზოგ ქვეყანაში ეს არის 25%, ზოგან 50%–იც და მეტიც. რაც უფრო ძლიერი უმაღლესი განათლების სისტემა აქვს ქვეყანას, მით უფრო ფრთხილად არჩევს მონაწილეებს”, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი