გია ხუხაშვილი: არჩევნების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს დღეში სამი "პაჩკა პაპიროსის" მოწევა მოუწევს ნერვიულობის ნიადაგზე
16-08-2016, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩევნების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს დღეში სამი "პაჩკა პაპიროსის" მოწევა მოუწევს ნერვიულობის ნიადაგზე, - აღნიშნული განცხადება Guardian.ge-სთან საუბრისას ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გააკეთა.

 

 

კითხვაზე, რა შეფასებას მისცემდით მთაწმინდის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მხრიდან კანდიდატის არდაყენებას და იქ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, რომელიც საინიციატივო ჯგუფიდან, დამოუკიდებელ კანდიდატადაა დარეგისტრირებული, ხუხაშვილი პასუხობს:

 

 

"მე ვფიქრობ შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო "ქართული ოცნებისთვის" და მათ მხარი არ უნდა დაეჭირათ".

 

 

ექსპერტის აზრით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერით, "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გათვლა არ გაუკეთებია. "ვიღაცამ უთხრა და გააკეთეს ასე", - აცხადებს ხუხაშვილი.

 

 

"ეს ძალიან კურიოზული ისტორიაა. წარმოიდგინეთ, რომ სალომე ზურაბიშვილსაც კი ჰგონია, რომ "ქართული ოცნებით" კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლო რამდენიმე თვეა დაკავებული იყო ყველაფრის "გაპრავებით", რასაც "ქართული ოცნება" აკეთებდა, მიაჩნია რომ "ქართული ოცნება" იქნებოდა გარკვეული კომპრომატი არჩევნებზე და პრობლემის შემქმნელი და არა ხელშემწყობი. ეს კი მე ვფიქრობ შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო "ქართული ოცნებისთვის" და მათ მხარი არ უნდა დაეჭირათ. პოლიტიკურ გათვლებსა და ღირსებაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ვიღაცამ უთხრა და გააკეთეს ასე.

 


მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სალომე ზურაბიშვილი ადვილად მოიგებს მთაწმინდას, მე არა მგონია, რომ ის მაინც და მაინც პოპულარული იყოს მთაწმინდაზე, მით უმეტეს თავისი ამ ეგზოტიკური "ერთი პაჩკა პაპიროსით". არჩევნების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს დღეში სამი "პაჩკა პაპიროსის" მოწევა მოუწევს ნერვიულობის ნიადაგზე, - განუცხადა Guardian.ge-ს გია ხუხაშვილმა.

 

 

რამდენიმე დღის წინათ სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის ამომრჩევლისადმი მიმართვა გაავრცელა და მის საარჩევნო ფონდში “პაჩკა სიგარეტის” თანხის გადარიცხვა სთხოვა.

 


”მიმართვა პირველი! მთაწმინდის ამომრჩეველს მივმართავ! ჩემი საარჩევნო ფონდი გაიხსნა! მთაწმინდაზე 43.372 ამომრჩეველია! პირველ ტურში გასვლისთვის საჭიროა 21.687 ხმა! ჩემო ამომრჩეველო, მხარდაჭერის ნიშნად ყველას მოგმართავთ თხოვნით, გადმორიცხოთ “პაჩკა სიგარეტის” თანხა (ანუ 3 ლარი) დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში:

 


საქართველოს ბანკი - GE24BG0000000730946400”, - წერდა სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 2
#2   online
      
Catha edulis inhibits to have approved in east africa, cialis online pharmacy for overseas.
19 დეკემბერი 2016 00:15
#1   ომარი
      
ქალბატონო სალომე,თქვენ ძლერი და გამოცდილი პოლიტიკოსი ბრძადებით!,ისე თქვენთვის პრეზიდენტის პოსტი შესაბამისად მიმაჩნია,წარმატებები.ამასთან გილოცავთ მარიამობას,მრავალს დაესწარით ახლობლებთან ერთად
28 აგვისტო 2016 03:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი