[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა
17-02-2015, 02:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

                                                                                           

 

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის არჩევანი ნინო გვენეტაძეზე შეჩერდა.

 

 

იგი სამართლის დოქტორი და პროფესორია. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევანის გაკეთება რთული აღმოჩნდა. „ჩვენი კანდიდატი სასამართლო ხელისუფლების დაცვის და პრინციპულობის სიმბოლოა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

"გადაწყვეტილების მიღება იყო რთული, რადგან ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო წარმოდგენილი. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ დავეფუძნეთ 4 ძირითად კრიტერიუმს, რომელიც შემუშავებული იყო კონსულტაციების შედეგად, ასევე კანონის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არაერთი ნაშრომის ავტორი, მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, მოსამართლე ექვსწლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში მონაწილე. ჩვენ შევარჩიეთ სამეურნეო და მენეჯერული გამოცდილების ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას – "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", იყო მოსამართლეთა კონფერენციის თავმჯდომარე, რაც ურთულესი პროცესია და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო-სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ მის პრინციპულობაზე. ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანი არის პრინციპული და ძლიერი თავის გადაწყვეტილებებში. ეს ადამიანი არის რეალურად სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვის და სიმბოლო იმისა, რომ არსებობენ საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა აყენებენ კანონს, კანონის უზენაესობას და სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს. ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც საზგადოება ამ იდეალებისთვის ბრძოლაში კარგად იცნობს და არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც. მის მიერ გაწეული ღვაწლი მოსამართლის უფლებების დაცვაში იყო ის წინგადადმული ნაბიჯი, რომელიც საკანონმდებლო თვალსაზრისით გამყარდა ქართულ სასამართლო სისტემაში",- განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. 

 

 

ნინო გვენეტაძეს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება იმისათვის, რათა იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს.

 

 

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს თანამდებობაზე ყოფნის ათწლიანი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი