ქართული ფილმი „სტუმარი“ დიდ ბრიტანეთში THE BAFTA QUALIFYING AESTHETICA-ს ფილმის ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას
19-08-2016, 08:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინო შაბურიშვილის ფილმი „სტუმარი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმი The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival-ზე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი კინოფესტივალის 2016 წლის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.

 

 

„სტუმარი“ 10 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის არდადეგების დადგომას სხვა ბავშვების მსგავსად არ ელოდება. მისთვის ზაფხული ზღვის სანაპიროზე ყოველდღიური მუშაობაა.

 

 

ფილმის მთავარი გმირი ოჯახის დასახმარებლად ზღვის სანაპიროზე მოხარშულ სიმინდს ყიდის, სადაც საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს გაიცნობს. ფილმი სწორედ იმ ემოციებსა და შეგრძნებებზე მოგვითხრობს, რომელიც ბავშვში სტუმრების გამოჩენამ გამოიწვია.

 

 

ფილმის რეჟისორი ნინო შაბურიშვილი 2011 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. "სტუმარი" რეჟისორის პირვლი საავტორო მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც წელს კანის კინოფესტივალის ფარგლებში Short Film Corner-ზე იყო წარმოდგენილი.

 

 

ფილმის მსოფლიო პრემიერა სწორედ The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festval-ზე შედგება.

 

 

The BAFTA Qualifying Aesthetica Film Festival 3-6 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ იორკში გაიმართება. დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება ბრიტანული კინოაკადემიის მხარდაჭერით ტარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი