თავისუფალი სტილით 57 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი „რიო 2016“-ის ფინალში გავიდა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალურ შეხვედრას 00:30 წუთზე გამართავს.
ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს შეხვდა და ანგარიშით 8:4 მოუგო.
ის მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდა და 4:3 დაამარცხა, მერვედფინალურ შეხვედრაში კი ყაზახეთის წარმომადგენელი ნურისლამ სანაიევი დაამარცხა ანგარიშით - 4:3.
ფინალში მისი მეტოქე იაპონელი რეი ჰიგუჩი იქნება.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.