ყაზტრანსგაზი აბონენტებისთვის განმარტებას აკეთებს
30-01-2014, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბუნებრივი აირის გადასახადთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საკითხი ზოგიერთი აბონენტის ქვითარში ასახულ თვენახევრის ან 2 თვის ხარჯს ეხება.

 

"გაცნობებთ, რომ საახალწლო დღეებში, 1-ელიდან 7 იანვრის ჩათვლით, კომპანია ტრადიციულად თავს იკავებს მოსახლეობის შეწუხებისგან და ბუნებრივი გაზის მრიცხველებიდან ანათვლების აღებისგან. შესაბამისად, იმ აბონენტებთან, რომლებთანაც საახალწლო დღეებში უნდა შევსულიყავით, სპეცრეჟიმში მრიცხველის მონაცემების წაკითხვა რამდენიმე დღით ადრე მოგვიწია.

 

8 იანვრის შემდეგ კომპანიამ ჩვეული რეჟიმით განაგრძო ანათვლების აღება. იმ აბონენტთა საყურადღებოდ, ვისთანაც კომპანიის წამკითხველმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა წინასაახალწლო დღეებში შესვლა და ანათვალი მხოლოდ იანვარში აიღო, ვაცნობებთ, რომ მათ ქვითრებში ასახულია თვენახევრის ან 2 თვის ხარჯი.

 

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და გულისხმიერებისთვის. დამატებითი კითხვების ან გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბიზნესცენტრებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი