ქვემო სვანეთის სამ სოფელში, 1987 წლის შემდეგ, შუქი პირველად აინთება
22-08-2016, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით უკვე დასრულდა ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სამი სოფლის ელექტრომომარაგებას ითვალისწინებს. ხელედის თემის სოფლებში – ბავარში, მანანაურსა და ცხუმალდში, სადაც 1987 წლის შემდეგ დენი არ ყოფილა, პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად აინთება შუქი, – განუცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამირან ჯამბურიძემ Guardian.ge–ს.

 


მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების 80% დასრულებულია, მხოლოდ რამდენიმე მათგანის გადავადებას აქვს ადგილი, რაც ობიექტური მიზეზებით, სტიქიური მოვლენებით იყო გამოწვეული. "საკონსულტაციო საბჭომაც განიხილა ეს საკითხები და ყველაფერი ჯერჯერობით გეგმის მიხედვითაა", – აღნიშნა ჯამბურიძემ.

 

 

მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არის დაბა ლენტეხის კეთილმოწყობა. "ამაში შედის "მჟავე წყლების" კეთილმოწყობა ფანჩატურებით და ა.შ. რაც შეეხება ასფალტის დაგებას, უკვე დასრულდა წელს რაც იყო გათვალისწინებული ამავე პროექტით. დაბის შემოსასვლელში კეთდება 7.5 მ სიმაღლის მემორიალი, რომელზეც დაეწერება "ლენტეხი". მიმდინარეობს ასევე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა. ამ ეტაპზე მეორე სართულის ფოიეს დასხმა (მშენებლობა) მიმდინარეობს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტია ასევე საავადმყოფო, რომელიც დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება", – განაცხადა გამგებელმა.

 

 

მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემში მიმდინარეობს ხიდების და გზების რეაბილიტაცია, ხოლო სოფლების დიდ ნაწილში აღდგენილია წყალმომარაგების სისტემები.

 


"ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა ჩიხარეშის თემში: მელე-ჩიხარეში-ცანაში. ასევე გაკეთდა წყალსადენები. თითქმის 70% უკვე წყალმომარაგების სისტემის მთლიანად დასრულებულია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩოლურის თემში, ჟახუნდრის თემში, ჩიხარეშის თემში დასრულდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, რაზეც დაახლოებით ნახევარი მილიონი დაიხარჯა. გაკეთდა ასევე სტადიონები - თანამედროვე სტილის სამი მინი სტადიონი.

 


"მთის განვითარების ფონდმა" მაღალმთიან დასახლებებში 406 ათასი ლარით დაგვიფინანსა სხვადასხვა პროექტი. ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები უკვე გამოვლინდა, ხელშეკრულებებიც დადებულია და მიმდინარეობს სამუშაოები. აღნიშნულის ფარგლებში ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები. ლეუშერი-მამისა და ხოფურის მონაკვეთებზე კი ნაპირსამაგრი სამუშაოების კეთება ჯერ არ დაწყებულა, რადგან ეს პროექტები ამ ეტაპზე ტენდერებზეა გატანილი და ველოდებით მის დასრულებას. არის კიდევ დამატებით გზა ჩოლურში - სადაც პროექტებზე 77 000 ლარი დაიხარჯება", – განუცხდა Guardian.ge–ს ამირან ჯამბურიძემ, რომლის ინფორმაციითაც უახლოეს დღეებში ელოდებიან რეგიონისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის, ლენტეხი-უშგული–მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის დაწყებას.

 

 

 

კომენტარები: 4
#4   cheap_cialis
      
Trading for patients, but http://c4generic.com/ in hong kong recourse.
4 ნოემბერი 2016 04:56
#3   eliso
      
სურათზე არსებული სოფელია ცანა, და ამ სოფელს 20 წელია თვითნაკეთი ჰესით აქვს დენი. ეს დენი მალხაზ ცარკვიანის დამსახურენაა, ამ კაცმა საკუთარი ხელებით შექმნა მინი ჰესი. ისე არც ცანას აწყენდა ენერგოკომპანიის დენი, სატელეფონო კავშირი და რაც მთავარია გზა...
23 აგვისტო 2016 23:37
#2   rusa
      
მაგ სამ სოფელს გზასაც ტუ გაუკეთებთ ძალიან კარრგი იქნება, ვივლი ჩემ სოფელში.....
22 აგვისტო 2016 23:09
#1   თეონა
      
ამ ფოტოზე აღბეჭდილი სოფელი ცანაა, რომელსაც საკუთარი ჰესი აქვს 20 წელია თითქმის და ამაში სახელმწიფოს კაპიკი არ დაუხარჯავს. ცანაში შუქი სულ ენთო და ანთია. ასე რომ მართებული იქნებოდა ბავარის, მანანურის ან ცხუმალდის ფოტო დაგერთოთ თან.
22 აგვისტო 2016 16:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი