დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ახალი უნიფორმები გადაეცა
18-02-2015, 04:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის სსდ ცენტრის შენობაში, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის ახალი უნიფორმების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

 


პირველ ეტაპზე, ახალი უნიფორმები დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში განაწილდა. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და არასამედიცინო პერსონალისთვის 3000-მდე ახალი ფორმა შეიკერა. ზამთრის უნიფორმის კომპლექტაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრენდის ფერისა და ლოგოთი გაფორმებული სვიტერის, ქურთუკისა და შარვლისგან შედგება.

 


დღესვე, ტექნიკური აღჭურვის ფარგლებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა. აღნიშნული პროგრამა კვლავ გაგრძელდება და მომდევნო ეტაპზე ახალი ინვენტარი სხვა რაიონულ ცენტრებსაც გადაეცემა.

 


დღევანდელ ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და დასავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეგიონული მენეჯერები ესწრებოდნენ.

 

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური გადაიარაღება გასული წლის 29 ოქტომბრიდან, ავტოპარკის განახლებით დაიწყო. 180 სამედიცინო წესით აღჭურვილი ახალი მანქანა რაიონებში ეტაპობრივად განაწილდა. 100 მაღალი და 80 საშუალო გამავლობის სასწრაფო დახმარების სპეც-ავტომობილი რეგიონებს გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით გადაეცა. ავტოპარკის განახლების ბოლო ეტაპზე, ქალაქ ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს 4 ახალი ავტომობილი გადაეცა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი