ომარ მეგრელიძე: გოდერძის უღელტეხილზე საერთაშორისო დონის სამთო კურორტი დღეს გაჩერებულია
18-02-2015, 09:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"გოდერძის უღელტეხილზე საერთაშორისო დონის სამთო კურორტი კეთდებოდა, წინა ხელისუფლების პერიოდში დახარჯულია დაახლოებით, 50 მილიონ ლარამდე და ეს კურორტი დღეს გაჩერებულია",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, შუახევის მაჟორიტარმა დეპუტატმა ომარ მეგრელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აჭარაში რამდენიმე ისეთი პროექტი, რომელიც რეგიონს, საქართველოს და მის ბიუჯეტს წაადგებოდა, სამწუხაროდ, რეგიონის ხელისუფლების უნიათობის გამო გაჩერდა.

 

 

"არც იმის განცდა მაქვს, რომ ყველა პროექტი გაგრძელდებოდა, მაგრამ მეგონა, რომ რამდენიმე აუცილებელი პროექტის განხორციელებას მაინც შეძლებდნენ თავის დროზე, რომ საქმისთვის მიეხედათ. მოგეხსენებათ, რომ გოდერძის უღელტეხილზე საერთაშორისო დონის სამთო კურორტი კეთდებოდა, წინა ხელისუფლების პერიოდში დახარჯულია დაახლოებით, 50 მილიონ ლარამდე და ეს კურორტი დღეს გაჩერებულია. მე მოგიწოდებთ ჩემს კოლეგებს ორივე მხრიდან, რომ დაინტერესდეთ და ერთხელ მაინც შაბათ-კვირის განმავლობაში ნახოთ იქ, რა სამუშაოებია ჩატარებული. სულ პატარა ხელის წამოკვრა და პოლიტიკური ნება სჭრიდებოდა იმას, რომ დღეს ეს კურორტი სრულად ამუშავებული ყოფილიყო და უახლოეს 2-3 წელიწადში დაახლოებით, 500 ადგილობრივი მოსახლე დასაქმებულიყო და ასევე ბიუჯეტში უამრავი თანხა შესულიყო", - განაცხადა მეგრელიძემ.

 


მისივე თქმით, ცნობილია, რომ ბოლო დროს ბათუმის სანაპირო ზოლს სტიქიამ მასიურად შეუტია. წინა ხელისუფლების დროს მოწონებული იქნა ჰოლანდიელების მიერ გაკეთებული პროექტი, გამონახული იყო სპონსორი - აზიის განვითარების ბანკი და პროექტის განხორციელება 2013 წელს უნდა მომხადრიყო, თუმცა დღეს იგი გაჩერებულია.

 

 

"მთლიანობაში, 2013-2014 წლებში ბიუჯეტიდან და ინვესტიციებიდან დაახლოებით, მილიარდ 200 ათასი ლარის პროექტები უნდა განხორციელებულიყო აჭარაში, საიდანაც მოსახლეობა ხელფასისა და შემოსავლის სახით დაახლოებით, 100 მილიონ ლარს მიიღებდა", - განაცხადა მეგრელიძემ.

 

                                                                                                                   

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი