ვალერი ხაბურძანია: „ორი რუსი ინსტრუქტორი მერაბიშვილის მძიმე ფანტაზიის ნაყოფია“
30-01-2014, 20:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მუხროვანის ამბოხის სპეცოპერაციის კადრების გავრცელებას ეხმიანება. როგორც ხაბურძანიამ "კვირასთან" საუბრისას განმარტა, ორი რუსი ინსტრუქტორი მერაბიშვილის ფანტაზიიის ნაყოფია.


ხაბურძანიას განცხადებით, მერაბიშვილს მოუწევს დაადასტუროს, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია. მისივე თქმით, გვამებთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.
"ოპერაცია სამხედრო და სამართალდაცვის კუთხით, როგორც ჩანს, არ დაგეგმილა, სიტყვები, ქენით რამე, გაინძერით და მსგავსი, მაგას ადასტურებს. ის, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება სააკაშვილმა მიიღო, ეჭვს არ იწვევს, სამხედრო და სამართალდაცვითი კომპონენტი კი სრულიად ამოვარდნილი ჩანს და მთავარია ორი გვამი.

 

რაც შეეხება ორ რუსს ინსტრუქტორს და მათ გვამებს, ეს მერაბიშვილის მძიმე ფანტაზიის ნაყოფია, მეცოდება ის ხალხი, ვინც მასთან მუშაობდა. მერაბიშვილს მოუწევს დაადასტუროს, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია და ამ დროს მისი ზეპირი განცხადება მტკიცებულებად არ უნდა ჩაითვალოს. ვანო მერაბიშვილმა დღეს კადრების რეალურობა დაადასტურა",- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.


შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ იუთუბიზე გუშინ, გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედროფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.


"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=4819  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი