USAID რეგიონებს დაგეგმვის, განაშენიანებისა და გამწვანების საკითხებში ეხმარება
30-01-2014, 20:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" USAID-ის მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო.


ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ფოთის, ბათუმისა და რუსთავის თვითმმართველობის წევრები.


შეხვედრაზე განიხილეს ქ. რუსთავისა და ფოთისთვის მომზადებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი მონახაზები. აღნიშნული გეგმები, USAID-ის მხარდაჭერით და მათივე შერჩევით, კომპეტენტურმა საექსპერტო-არქიტექტურულმა ორგანიზაციამ მოამზადა. გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობა მუნიციპალიტეტებმაც მიიღეს, თუმცა, მათ რაიმე სახის ხარჯი არ გაუღიათ.

 

აღნიშნული დოკუმენტი ეხება ტერიტორიული დაგეგმვის, გამწვანების, განაშენიანებისა და სხვა საკითხებს, რომლის პრაქტიკაში გამოყენებაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ამ კუთხით არსებულ პრობლემებს.


როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, "ეს გამოცდილება სხვა ქალაქებმაც უნდა გაიზიარონ. თვითმმართველობებმა მეტი უნდა მოინდომონ იმისთვის, რომ მსგავსი განაშენიანების და განვითარების გეგმები იქნას შემუშავებული. ჯერჯერობით, არის გარკვეული კითხვები, მაგრამ ეს დოკუმენტი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება. ამ ეტაპზე ეს კარგი ბაზისია, რომ მუნიციპალიტეტებმა ეს გეგმა სამოქმედო დოკუმენტებად აქციონ და პრაქტიკაში გამოიყენონ."


USAID-ის მიერ შემუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გამოყენება, პირველ ეტაპზე, ფოთში, რუსთავსა და ბათუმში დაიწყება.

 

 

 

 

 

 

http://www.mrdi.gov.ge/ge/news/press/52ea76f70cf26adf421795ef g

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი