დავით ნარმანია: თბილისში, ბარნოვის და მცხეთის ქუჩებზე უახლოესი სამი კვირის განმავლობაში ძირითად სამუშაოებს დავასრულებთ
29-08-2016, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვაკეში, ბარნოვისა და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარე  გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

 

 

„ბარნოვის და მცხეთის ქუჩებზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები: იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთდება სანიაღვრე სისტემა, ეწყობა  ტროტუარები. მთლიანად, თავიდან ბოლომდე იგება გზები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უახლოესი სამი კვირის განმავლობაში, ვიდრე ქალაქი სრულად დაიტვირთება, ჩვენ ძირითად სამუშაოებს დავასრულებთ და ძალიან მნიშვნელოვანი ორი ახალი პროექტი გვექნება ქალაქში“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა მცხეთის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა, მზადდება ტროტუარები, იცვლება სანიაღვრე სისტემა.

 

 

"სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაკეტილია მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე, მეორე ეტაპზე კი, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.

 

 

რაც შეეხება ბარნოვის ქუჩას, ამჟამად მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ბარნოვი-პეტრიაშვილის კვეთიდან მრგვალ ბაღამდე. ასევე, ეწყობა ახალი ბაზალტის ბორდიურები. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ახალი სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, ბორდიურების და სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.

 

 

ვასილ ბარნოვის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 1 106 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს  “ჯეუ გრუპი“ აწარმოებს",-აცხადებენ მერიაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი