მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრებს შეხვდა
29-08-2016, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრები მიიღო.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონგრესმენებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ მჭიდრო  თანამშრომლობას, კიდევ ერთხელ  აღინიშნა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა  საქართველოს ეკონომიკური განვითარების, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

 

 

კონგრესმენების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიმართ აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მტკიცე  მხარდაჭერა. მათი მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების პროცესს.

 

 

შეხვედრაზე ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და ის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა მიმდინარე წლის 6 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტს  და აშშ - საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს  სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.

 

 

კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტთან არსებული სანაპირო დაცვისა და საზღვაო მიმოსვლის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კონგრესმენი დუნკან ჰანტერი (რესპუბლიკელი - კალიფორნიის შტატი) და აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, კონგრესმენი მარკ სენფორდი (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლინა).

 

 

საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები ასევე შეხვედრებს გამართავენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებთან. დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე ისინი ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებსა და წინასაარჩევნო გარემოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი