ლევან ბერძენიშვილი: გოგა ხაინდრავას ფილმი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ბუმერანგივით და დაარტყას ხელისუფლებას იქ, სადაც არ ელოდება
30-08-2016, 01:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან მმართველობაზე გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებულ ფილმს ”ჰეროკრატიას” ისეთი ეფექტი არ ექნება, "როგორც იმუშავა ციხის კადრებმა".

 

 

ეს ფილმი შესაძლოა აღმოჩნდეს ბუმერანგივით და დაარტყას ხელისუფლებას იქ, სადაც არ ელოდება იმიტომ, რომ პოლიტიკის ინჩი-ბინჩი არ ესმის მის შემკვეთებს და გადამღებებს, - განაცხადა ბერძენიშვილმა "იბერიას" ეთრში.

 

 

"აბა კარგად დაფიქრდით, ვინ არის ხელისუფლებაში და ფილმი ვის წინააღმდეგ არის მიმართული? თქვენ გგონიათ მოქალაქეები გადაიტანენ მოქმედებას 9 წლის იქით? ასეთი მაყურებელი გვყავს ჩვენ? მე ვერ მოვხვდი ამ ელიტაში, რომ მენახა ფილმი. შინაარსი ვიცი, ხარისხი არ ვიცი, არ მინახავს. გოგა ხაინდრავას ფილმი არა მგონია, რომ უნახავად უნდა შევაქო. ამ ფილმის გადაღება იმიტომ მოხდა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მტერი ”ნაციონალური მოძრაობა”. ყველა ვინც აკრიტიკებს, არის ”ნაციონალური მოძრაობა”. მეც ”ნაციონალური მოძრაობა” ვარ და თუკი რამე არ მოგწონთ ხელისუფლების, თქვენ ხართ ”ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” რა არის, იხილეთ ხაინდრავას ფილმი - ეს გასაგებია. პრიმიტიულია და არ იმუშავებს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი