ასპინძის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეორე ეტაპი იწყება
30-08-2016, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეორე ეტაპი იწყება. როგორც Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. სექტემბრიდან კი ისევ იწყება მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა უმრავლესობაც გზების რეაბილიტაციას გულისხმობს.

 

 

"ვიწყებთ ძველი-ჭობარეთი-ორგორა-საყუდაბლის მიმართულებით მეორე ეტაპის სამუშაოებს, ტენდერი უკვე დასრულებულია, ხელშეკრულება გაფორმებულია და უახლოეს დღეებში კონკრეტულად სამუშაოების განხორციელებაზე გადავალთ. ორგორა-საყუადბლის მიმართულებით არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ახლა ტენდერზე დევს, ტენდერი დასრულდება ხვალ. მერე 10 დღე არის შეფასების ვადა, შემდეგ კონტრაქტი გაფორმდება და დაახლოებით, სექტემბრის შუა რიცხვებში, თუ რამე პრობლემა არ შეიქმნა, დაიწყება სამუშაოები.

 

 

ეს ორი პროექტი, ფინანსდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და ასევე დაიხარჯება ფინანსები ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც. სამინისტრო დააფინანსებს 600 000 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი - 430 000 ლარით.

 

 

ასპინძაში იწყება საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლების შიდა ეზოების კეთილმოწყობა. პროექტი ტენდერზე დევს, ხვალ სრულდება ტენდერი. სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტი 410 000 ლარს დახარჯავს.

 

 

200 000 ლარია გათვალისწინებული ასპინძაში გურამიშვილის ქუჩის მოსაწყობად. გაზაფხულზე გაკეთდა პირველი ეტაპი და ახლა მეორე ეტაპს ვიწყებთ. აღნიშნული პროექტის ტენდერზე დევს და ხვალ გვეცოდინება შედეგები.

 

 

(ლევან ცაბაძე – ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი) 

 

 

გზის რეაბილიტაცია განხორციელდება ასევე თოკ-ვარგავის მიმართულებით, გზა რკინა-ბეტონის საფარით უნდა მოეწყოს. ადგილობრივი ბიუჯეტი 100 000 ლარით დააფინანსებს აღნიშნულ პროექტს. 15 სექტემბერს გამოვლინდება გამარჯვებული. პროექტი სამეტაპიანია, წელს პირველი ეტაპი განხორციელდება.

 

 

წელს უნდა დაიწყოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მირაშხანის მიმართულებით 3-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი და ასევე ივერიის მიმართულებით. ივერიის მიმართულებით ძირითადი უკვე დასრულებულია, დარჩენილია უშუალოდ სოფლამდე მისასვლელი გზა.

 

 

წელს ასპინძაში ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა, ახლა ტენდერზე გვაქვს დადებული პროექტი, რომელიც ინვენტარის შეძენასა და ეზოს მოპირკეთებასა და მოწყობას გულისხმობს. საუბარია, ადმინისტრაციული ცენტრის ორ დიდ ბაღზე, რომელიც ემსახურება ასპინძას, ასევე გეგმაში გვაქვს რომ დაინიშნოს ტრანსპორტი, რომ ახლო-მახლო სოფლებიდან შეძლონ ბავშვებმა სიარული. ეს სოფლებია: დამალა, იდუმალა, ოშორა, ოთა, ივერია, სადაც ცხოვრობენ როგორც ქართულენოვანი, ისე სომხურენოვანი ბავშვები. ჩვენ გვინდა მათ ინტეგრაციას შევუწყოთ ხელი," - განუცხადა Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 

 

ცაბაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში რაგბის ბაზის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია, ძველი-ჭობარეთი-ორგორა-საყუდაბლის გზის მოწყობის პირველი ეტაპი, ოთის მიმართულებით გზის მოწყობის პირველი ეტაპი, ასევე ასპინძაში დაახლოებით 6-7 შიდა ქუჩის მოწყობა, უკვე დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი