კახა კალაძე: 2017 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველოს გაზიფიცირება დასრულებული იქნება
19-02-2015, 05:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

2017 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველოს გაზიფიცირება დასრულებული იქნება, ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დღეს ხონის ცენტრში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

 

 

"თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის - ქალაქში თუ სოფელში, მთაში თუ ბარში, უნდა ჰქონდეს თანამედროვე სოციალურად სრულყოფილი პაკეტი: დენი, გაზი, წყალი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მკურნალობის და განათლების საშუალება. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში არ დარჩეს ადგილი, სადაც არ იქნება სინათლე და გაზი", განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სადღეისოდ მარტო გამრიცხველიანებაზე უკვე დახარჯულია დაახლოებით 40 მლნ ლარი, უშუქო სოფლების ელექტროფიცირებაზე დაიხარჯება მთლიანობაში 6 მილიონი, კონკრეტულად ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირებაში კი სახელმწიფომ დახარჯა 19 მილიონი ლარი. მოლაპარაკებების შედეგად კომპანია "სოკარმა" ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 100 000-მდე აბონენტს მისცა და ეს პროცესები გრძელდება.

 

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ქალაქ ხონის სრული გაზიფიცირების მიზნით, გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაევალა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად 70 341 გრძივი მეტრი გაზსადენი აშენდება და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესალებლობა 4 200-ზე მეტ ოჯახს მიეცემა. სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

 

 

ამ ფოტოზე ხელმარჯვნივ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე მოსახლეობას სიტყვით მიმართავს

 


2014 წლის დეკემბრიდან ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე მიეწოდებათ ბუნებრივი აირი. აღნიშნულისთვის აშენდა 8 594 მეტრი გაზსადენი და თითოეულ ოჯახში ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი დამონტაჟდა. სულ, ხონის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 646 ოჯახი უზრუნველყვეს ბუნებრივი აირით.

 


ამ ფოტოზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი 

 

ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა. ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია აღნიშნული თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა შედის.

 


მინისტრმა მოსახლეობასთან პირობა დადო, რომ 2016 წლისთვის ხონის მუნიციპალიტეტი მთლიანად იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი.

 


 

ამ ფოტოზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე მოსახლეობას სიტყვით მიმართავს და მთავრობას მადლობას უხდის ხონის გაზიფიცირებისათვის 

 

ქალაქ ხონში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას ვიცე-პრემიერთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე დაესწრნენ. 

 

 

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ კახა კალაძე მოსახლეობას გაესაუბრა და მათი სატკივარი მოისმინა.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი