გიორგი კვირიკაშვილი: ვმუშაობთ ცვლილებებზე, რაც ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებას გულისხმობს
30-08-2016, 05:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვმუშაობთ დამატებით საკანონდებლო ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევეში მოხდება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა  მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

 

გარდა ამისა, პრემიერმა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიზნესმენებს თითოეული მიმართულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

მისი თქმით, პირველი მიმართულება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ამის ფარგლებში, უკვე განხორციელდა გარკვეული ცვლილებები, მათ შორის ის, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი გაუქმდება და მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება.

 

 

კვირიკაშვილის ცნობით, რეფორმები გატარდა საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. პრემიერის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს დამატებით ცვლილებებზე.

 

 

„მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით. მაგალითად,  ანგარიშების დაყადაღება სასამართლოს განაჩენის გარეშე არ იქნება შესაძლებელი, ესეც მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სიტუაციების შემთხვევაში. ჩვენ ვმუშაობთ დამატებით ცვლილებაზე, როგორიცაა  კომპანიების შემოწმების ვადის რეგლამენტირება, ასევე ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი