გიორგი კვირიკაშვილი: 4 წლის განმავლობაში იგეგმება დასრულდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი - სარფიდან დაწყებული, წითელ ხიდამდე და სადახლომდე
30-08-2016, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმ სამომავლო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მისი თქმით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში იგეგემება.

 

 

საქართველოში რამდენიმე ახალი ავტობანის და გზის მშენებლობა იგეგმება. პრემიერის განცხადებით, დაგეგმილია თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანის აშენება.

 

 

4 წლის განმავლობაში იგეგმება დასრულდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც - სარფიდან დაწყებული, წითელ ხიდამდე და სადახლომდე. იგეგმება ასევე ავტობანის აშენება მცხეთიდან ვლადიკავკაზამდე.

 

 

”რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ გავაფართოვოთ არსებული გზა. ინჟინრები მუშაობენ დღეს ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც, რომ აშენდეს ფასიანი გზა, რომელიც იქნება გვირაბებით დამაკავშირებელი. ამის შედეგად, აღარ იქნება საჭირო გუდაურის გადავლა იმისთვის, რომ ჩახვიდეთ სტეფანწმინდაში და მეორე, გვინდა, რომ ეს გზა მთლიანდ ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემაა, როდესაც იქ ყინული დნება”, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ასევე გეგმავენ ააშენონ ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, მულახისკენ მიმავალი გზა გვირაბების მეშვეობით.

 

 

”უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლით გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით, უშუგულის გავლით, რაც ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება ზაფხულის პერიოდისთვის. ეს გააცოცხლებს მთელ ამ გზაზე მდებარე სოფლებს, მაგრამ ეს გზა საკმარისი არ იქნება კურორტ თეთნულდის განვითარებისთვის, ამიტომ იქ საჭიროა გვირაბების აშენება.

 

 

ასევე ვფიქრობთ, რომ ქუთასიდან სამხრეთ საქართველოსკენ, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა 4 წელიწადში ავაშენოთ. დაწყებულია დაპროექტების სამუშაოები. ეს იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქუთაისი გავხადოთ ქვეყნის შიდა ჰაბი”, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი