ასპინძის 3 000-მდე მოსახლე, დღე-ღამეში 4–საათიანი გრაფიკის ნაცვლად, 16-18 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
30-08-2016, 06:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის 3 000-მდე მოსახლე გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს. ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ლევან ცაბაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

 

"დაბა ასპინძის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი დღე-ღამეში 4 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და 3 000-მდე ადგილობრივი მოსახლე დღე-ღამეში 16-18 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

 


პროექტი რომელსაც, კომპანია საკუთარი ბიუჯეტით აწარმოებს, ხანდო-ასპინძის მაგისტრალის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება", – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი