სასამართლომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
30-08-2016, 06:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დიმიტრი მასპინძელაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის ჩადენაში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. აღნიშნულის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ მასპინძელაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

 


"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 3 დეკემბერს, შუადღის საათებში, დიმიტრი მასპინძელაშვილი, მეუღლესთან ი.მ-სთან და გერთან - 6 წლის გ.მ-სთან ერთად, ქ. თელავში მივიდა თავის ნაცნობთან ელენე თუშიშვილთან და 50 ლარი სთხოვა. ელენე თუშიშვილმა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული თანხა არ გააჩნდა, ფულის სესხებაზე დიმიტრი მასპინძელაშვილს უარი განუცხადა, რის გამოც უარის მიღებით განაწყენებულმა დიმიტრი მასპინძელაშვილმა შურისძიების მიზნით ელენე თუშიშვილის მოკვლა განიზრახა.

 


2015 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე დიმიტრი მასპინძელაშვილი კვლავ მივიდა ელენე თუშიშვილის სახლში, მისი საძინებელი ოთახიდან აიღო ნაჯახი და განზრახ მოკვლის მიზნით ელენე თუშიშვილს თავის არეში ჩაარტყა, დანაშაულის ჩადენის იარაღი წაიღო და შემთხვევის ადგილი დატოვა. ელენე თუშიშვილი მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 


ჩადენილი დანაშაულის შენიღბვის მიზნით, დიმიტრი მასპინძელაშვილი მეუღლესთან და გერთან ერთად შემთხვევის ადგილას დაბრუნდა, ელენე თუშიშვილის ტელეფონიდან დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ელენე თუშიშვილის გვამი მისივე საცხოვრებელ სახლში ნახა და დახმარება ითხოვა.

 


სამართალდამცველებმა დიმიტრი მასპინძელაშვილი 2015 წლის 4 დეკემბერს ქ.თელავში დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი