ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს
30-08-2016, 07:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტში, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება. ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს.

 

 

"გასული წლის მსგავსად, წელსაც, ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. ქვემო ქვალონში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გამოიცვლება კარები, შეილესება კედლები და ჭერი, მოეწყობა სათამაშო მოედანი, მოწესრიგდება სველი წერტილები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 58 200 ლარია. ქვემო ქვალონში, ასევე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სანიაღვრე არხების ამოწმენდა მიმდინარეობს", - აცხადებენ ხობის მუნიციპალიტეტში.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი