საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი ესტუმრა
30-08-2016, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი, გენერალი იარმო ლინდბერგი ესტუმრა. ფინელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი დღეს გენერალურ შტაბში გაიმართა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეროვნული გვარდიის სამხედრ-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს და ფინეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. მიღების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ფინეთის რესპუბლიკის პირველმა სამხედრო პირმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

 

 

ფინეთის და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირების გაფართოებული შეხვედრა გენერალურ შტაბში გამართა. შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ ფინეთს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალმა იარმო ლინდბერგმა ხაზი გაუსვა და დადებითად შეაფასა ქართველი სამხედროების ჩართულობა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში და მთლიანად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული საქართველოში. ფინეთის გენერალური შტაბის უფროსი პირველად იმყოფება საქართველოში. ეს ძალიან ნიშანდობლივია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ გარემოს, რომ დღეს არ არსებობს რეგიონალური პრობლემა ან სხვისი ჭირი. პროგრესული მსოფლიო უნდა დადგეს ერთად. შესაბამისად ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 

 

გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა.

 

 

დღესვე, გენერალმა ლინდბერგმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

 

ასევე დაგეგმილია, ფინელი გენერლის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სადაც ის ფინეთის თავდაცვის მოდელის შესახებ ლექციას წაიკითხავს.

ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების უფროსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი