ნიკა გვარამია: 5 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა დაასრულოს არა მარტო „რუსთავი 2“-ის საქმე, არამედ უარყოფითად გადაწყვიტოს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი
30-08-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს ზეპირი მოსმენის გარეშე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განიხილავს.

 

 

ამის შესახებ გვარამია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

მისი თქმით, უზენაესმა სასამართლომ შესაძლოა დაასრულოს არა მარტო „რუსთავი 2“-ის საქმე, არამედ უარყოფითად გადაწყვიტოს ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი.

 

 

„როგორც ახლა გვაცნობეს, 5 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს ზეპირი მოსმენის გარეშე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

 

 

5 სექტემბერს, უზენაესმა სასამართლომ, კანონის ყველა შესაბამისი ნორმის დარღვევით, შესაძლოა არ მიიღოს განსახილველად ჩვენი საკასაციო საჩივარი და დაასრულოს არა მარტო „რუსთავი 2“-ის საქმე, არამედ უარყოფითად გადაწყვიტოს ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი და პერსპექტივა მოუკლას ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

 

 

ვნახოთ, რას იზამს საქართველოს უზენაესი სასამართლო და მისი კოლეგია ეკატერინე გასიტაშვილის, ბესარიონ ალავიძის და პაატა ქათამაძის შემადგენლობით“,-წერს ნიკა გვარამია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი