პაატა ბურჭულაძემ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
30-08-2016, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს, აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

 

 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატები ბათუმიდან იქნებიან ისტორიკოსი, საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე წლების განმავლობაში ნინო ტავლალაშვილი, პროფესორი ირაკლი ბარამიძე და ინჟინერ-მექანიკოსი ამირან ბერიძე. ქობულეთიდან საქართველოს პარლამენტში კენჭს იყრის ისტორიკოსი გოჩა ტაკიძე, ხელვაჩაურიდან ლევან ლორთქიფანიძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოდან ეკონომისტი მინურ აბულაძე.

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება, ბათუმიდან კენჭს იყრიან იურისტები მალხაზ ნაკაშიძე, ბექა დიასამიძე და ზვიად ბოლქვაძე. ქობულეთიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად იბრძოლებს ინჟინერ-მექანიკოსი დავით მანელიშვილიხელვაჩაურიდან კენჭს იყრის ეკონომისტი იურისტი ჯემალ ბერიძე, ხოლო ქედა-შუახევი-ხულოდან ქედას ყოფილი გამგებელი დავით გათენაძე.

 

 

როგორც პაატა ბურჭულაძემ კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, ეს არის ის ხალხი, ვინც აჭარას და მთლიანად საქართვლოს ფეხზე დააყენებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი