სოფელ მუხაესტატეში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ცენტრი გაიხსნა
30-08-2016, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ცენტრი გაიხსნა.

 

 

როგორც Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ცენტრის გახნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ესწრებოდნენ.

 

 

"ცენტრი ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ქობულეთში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვების წარმატებული რეაბილიტაციის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში გაიხსნა. პროექტის მიზანს ქობულეთის რაიონში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 


ცენტრმა ფუნქციონირება ამ ეტაპზე სოფელ მუხაესტატეში დაიწყო. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვეს დისტანციურად 13 ქცევის თერაპევტი ემსახურება. ქობულეთის სერვის ცენტრში სპეციალისტების გარდა მშობლებიც იქნებიან ჩართულები. მოხდება მათი ცოდნის დონის გაზრდა და გამოყენებითი ქცევის ტექნიკის ანალიზის დაუფლება. აღნიშნული გააუმჯობესებს მშობლების ბავშვთან კომუნიკაციას და მისცემს მათ ბავშვთან ეფექტურად მეცადინეობის შესაძლებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის სწორი პრაქტიკის ხანგრძლივად მიღების თვალსაზრისით", – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

 

 


მათივე ინფორმაციით, პროექტში ჩართული არიან საქართველოს აუტიზმის ასოციაციის პრეზიდენტი და აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი სოფიო კერესელიძე, ასევე ილიას სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ,,ბავშვის განვითარების კლინიკის „ხელმძღვანელი ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი, - თინათინ ჭინჭარაული და კლინიკის ფსიქოლოგები.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი