საფრანგეთში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მელიამ ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი დამიან ევუ ანგარიშით 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ იუტა ნარას კი 7:1 სძლია.
ნახევარფინალში მელია ამერიკელი ტრეისი ჰენკოკს შეხვდა და ანგარიშით 12:8 დაამარცხა. ფინალში ქართველმა ფალავანმა ბელარუსი სიჩევი მინიმალური ანარიშით 4:3 დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგი მელია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.