ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ გერმანიაში მიემგზავრება
30-01-2014, 22:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 31 იანვარს -2 თებერვალს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. მიუნხენის კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები საგარეო პოლიტიკურ და უსაფთხოების სფეროში ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.


დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: "გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა".


ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციაში მონაწილე პირებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მიმდინარე რეფორმებზე. გაიმართება დისკუსია ევროატლანტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შედგება საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე საქართველოს მოლოდინზე ევროატლანტიკურ პროცესებში.
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება კონფერენციის ოფიციალური გახსნის და საზეიმო მიღების ცერემონიას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის პოსტ ზეეჰოფერის ოფიციალურ სადილზე და სამუშაო ლანჩზე.


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს ჯონ მაკკეინს, გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ფრედერიკ კემპეს, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს, სერბეთის პრემიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ალენკა ბრატუსეკს, ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვოლტერ შტაინმაიერს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს, ჰენრი კისინჯერს, ულრიხ გრილოს.


მიუნხენში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს მისცემს გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ FOCUS-ს, ასევე ტელეკომპანია ZDF-ს.


საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 31 იანვარს ეწვევა. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი