ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავნებმა საფრანგეთში 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
31-08-2016, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ქალაქ მაიკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ სამი ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. გუშინ მოპოვებულ ოქროსა (გიორგი მელია) და ბრინჯაოს (ნუგზარ წურწუმია) ზაზა სილაგაძის გუნდმა დღეს 3 ოქროს მედალი დაუმატა და ჯამში, ქართველმა ფალავნებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. 

 

 

მსოფლიოს ჩემპიონები 55 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ჩხარტიშვილი, 66 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე რამაზ ზოიძე და 120 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზვიად პატარიძე გახდნენ.

 

 

აღსანიშნავია, რომ რამაზ ზოიძემ და ზვიად პატარიძემ ზედიზედ მეორედ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. 

 

 

ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩხარტიშვილმა ფინალში იაპონელი იო ნამბა 3:2 დაამარცხა. ზოიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში კაჰარმან კისიმეტოვს - 5:1 მოუგო, პატარიძემ კი 10:0 თურქი ოსმან კენან ილდირიმი დაამარცხა.

 

 

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა წლევანდელ მსოფლიო პირველობაზე გამოსვლა დაასრულეს. 3 სექტემბრიდან საფრანგეთში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე მედლებისთვის ბრძოლას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები განაგრძობენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი