დავით კეზერაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
30-01-2014, 22:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საფრანგეთში, ქ. ექს-ან-პროვანსის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა, პროცესი კი 3 თებერვალს განახლდება, – ამის შესახებ "კვირას" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.


სასამართლო დავით კეზერაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 27 თებერვალს მიიღებს. თუმცა, 3 თებერვალს გაირკვევა, გაათავისუფლებს თუ არა სასამართლო გირაოს სანაცვლოდ კეზერაშვილს 27 თებერვლადმე.


შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ე.წ. "რიყისა" და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატები იცავენ.

 


პატიმრობაში მყოფი კეზერაშვილის პროცესის ამსახველი პირველი ფოტომასალა ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=4889 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი