გორის სოფლებს შორის მდებარე გუდაბერტყას ნამოსახლარზე ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულის ნახანძრალი შენობა აღმოაჩინეს
02-09-2016, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, სვენეთსა და ახალშენს შორის მდებარე გუდაბერტყას ნამოსახლარზე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის, ძვ.წ.აღ-ის IV – III ათასწლეულის ნახანძრალი შენობა, რომელიც, სავარაუდოდ, საკულტო ნაგებობა იყო.

 

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, ასევე გათხრების დროს ნაპოვნია იმ პერიოდის ჭურჭელი, გამომწვარი ბათქაში და რელიეფები. ეს აღმოჩენა საკმაოდ იშვიათ შემთხვევებს განეკუთვნება, რადგან საქართველოში დღემდე საკულტო ნაგებობები საკმაოდ მცირე რაოდენობითაა ნაპოვნი. 

 

 

გუდაბერტყას ნამოსახლარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა დაათვალიერეს.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, გუდაბერტყას ნამოსახლარზე არქეოლოგიური სამუშაოები გაზაფხულიდან მიმდინარეობს. გათხრებს არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი ხელმძღვანელობს. 

 

 

გუდაბერტყა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნამოსახლარია, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს. პირველ, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ. XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე - ღუმელები, რიგ შემთხვევაში კი დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი.

 


მეორე, ქვედა ფენის გათხრებით კი აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი - თითქმის მთელი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. წითელი საღებავითაა შეღებილი შენობის კედლების შიდა პირიც. 

 


გუდაბერტყას არქეოლოგიური გათხრები მნიშვნელოვანი ობიექტია ტურისტული თვალსაზრისითაც. ის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 77-ე კილომეტრზე მდებარეობს და ამ არქეოლოგიურ საიტზე მისულ ტურისტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ, როგორც უკვე აღმოჩენილ არტეფაქტებს, ასევე დაათვალიერონ არქეოლოგიური გათხრების პროცესიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი