მეორე დღეა რაც საშინელი ყინვებია ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. ვაშინგტონში, პიტსბურგსა და ბალტიმორში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. აშშ-ს ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა-40 C გრადუსამდე დაეცა. ტენესის შტატში ყინვებს სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა.
ძლიერი ყინვებია კანადაშიც, კერძოდ ონტარიოსა და კვიბეკის ნაწილში. ტორონტოში -29 C ტემპერატურა, ჩრდილო ონტარიოში კი -45 C -ია.
ტორონტოში 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. იგი რამდენიმე საათი დაკარგული იყო. პატარა მხოლოდ მაისურით, საფენითა და ფეხსაცმლით იყო სიცივეში მოხვედრილი. ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა მისი სახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იპოვეს, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.