შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადების სწავლება მიმდინარეობს
21-02-2015, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისმა შსს-ს აკადემიაში დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა გადამზადების ტრენინგი გახსნეს.

 


გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ბაძაღუა და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერი გივი მიქანაძე დაესწრნენ.

 

 

ორთვიანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) სტანდარტებს ეხება, რომელთა ფარგლებში გადამზადებას, მთელი საქართველოს მასშტაბით, დროებითი მოთავსების იზოლატორების 230 თანამშრომელი გაივლის.

 

 

ექვსეტაპიანი სწავლების მიზანია დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება დაკავებულთა უფლებების კუთხით. სწავლების მონაწილეები კვალიფიკაციას აიმაღლებენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ასევე მიიღებენ ინფორმაციას წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების შესახებ. სასწავლო პროგრამა მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეებს და ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციაშია გაწერილი.

 

 

ტრენინგი ტარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, რომლის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთათვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეორე აქტივობაა. 2014 წელს მათ წარმატებით გაიარეს ფართომასშტაბიანი ტრენინგი „დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის შესახებ“ და თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებში კვალიფიკაცია აიმაღლეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი