"ლარი რომ დოლარის მიმართ არ გაუფასურებულიყო, ეს ქართველი მწარმოებლებისთვის ცუდი იქნებოდა"
21-02-2015, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინგლისურენოვანი გაზეთი FINANCIAL-ი აქვეყნებს ინტერვიუს სქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან აზიმ სადიკოვთან. ინტერვიუს მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკა და ლარის კურსია.

 

 

ეროვნული ვალუტის გაუფასურება ახლა საქართველოში მთავარი პრობლემაა. ისმის ბევრი კრიტიკა მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე. თქვენი აზრით, შესაძლებელი იყო თუ არა ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილება და თუ იყო, როგორ?

 

 

მოდით შევხედოთ, თუ რა გლობალურ და რეგიონულ გარემოში უწევს ქართულ ეკონომიკას მოქმედება. მასზე გავლენა იქონია ორმა სერიოზულმა გარე შოკმა: ნავთობის ფასის მკვეთრმა შემცირებამ და კრიზისმა რუსეთში, რომელსაც რეგიონში სერიოზული გავლენა აქვს. როგორც ნავთობის იმპორტიორი, საქართველო პირდაპირ სარგებელს ნახულობს ნავთობის დაბალი ფასისგან, რადგან მცირდება იმპორტში დახარჯული ფული. თუმცა, ამ სარგებელს ფარავს რუსეთის მძიმე რეცესიისა და რუსული ვალუტის ძლიერი გაუფასურების გავლენა რეგიონზე. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების, მაგალითად სომხეთის, ეკონომიკა ჩამოკიდებულია რუსეთზე. ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა მძიმედ დააწვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს რეგიონში, როგორიცაა აზერბაიჯანი და ყაზახეთი. ამან გამოიწვია ექსპორტით შემოსული ფულის შემცირება, დაახლოებით 20-25%-ით, ნოემბერ-დეკემბერში.

 

 

საგარეო ვაჭრობის შემცირება დააწვა ლარს. ეს გარე ფაქტორები განიხილება, როგორც გრძელვადიანი, ამიტომ ლარის გაუფასურების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ეს გამართლებული იყო, რადგან მასთან წინააღმდეგობა კონტრპროდუქტიული იქნებოდა. ამას დროებითი ეფექტი ექნებოდა და საქართველოს ძლივს დაგროვებულ სავალუტო რეზერვებს დაცლიდა. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ მთავრობამ ლარის კურსის ჩამოყალიბება ბაზარს მიანდო.

 

 

ინტევენციების გარდა, არსებობს სხვა გზები ვალუტის გაუფასურებასთან გამკლავებისთვის. ლარზე ზეწოლის შემცირება შეიძლება ფისკალური პოლიტიკის გამკაცრებით, თუმცა ამან თავის მხრივ შესაძლოა რეალურ ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედოს და რეცესიაც გამოიწვიოს.

 

 

რა გავლენა ექნება ლარის გაუფასურებას ეკონომიკაზე?

 

 

ერთი რამე უნდა გავითვალისწონთ, რომ ლარი ძირითადად დოლარის მიმართ გაუფასურდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა რუსულ რუბლთან და უკრაინულ ჰრივნასთან მიმართებაში. ცოტა გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. სტაბილურობას ინარჩუნებს თურქულ ლირასთან და სომხურ დრაჰმასთან. ანუ, გასული წლის განმავლობაში, ლარი გამყარდა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ქვეყნების ვალუტებთან მიმართებით.

 

 

ლარი რომ დოლარის მიმართ არ გაუფასურებულიყო, სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ უფრო მეტად გამყარდებოდა. ეს ქართველი მწარმოებლებისთვის ცუდი იქნებოდა, რადგან ქართულ პროდუქტზე ფასს გაზრდიდა, ხოლო იმპორტირებული პროდუქტი გაიაფდებოდა. ანუ, დღევანდელ გარემოში, გაუფასურება საჭირო იყო რეალური ეკონომიკისთვის, რადგან მისი საშუალებით შენარჩუნდა ქართული მწარმოებლების კონკურენტუნარიანობა. ასევე მისი საშუალებით საქართველო კვლავ მიმზიდველი დარჩა ინვესტორებისთვის.

 

 

მთავარი პრობლემა ინფლაციაა, რადგან გაუფასურება იწვევს იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებას. არის არაერთი ფაქტორი, რის გამოც საქართველოში მკვეთრი ინფლაციის რისკი არ არის. პირველი, როგორც მანამდე ვთქვი, ლარი არ გაუფასურებულა იმ ქვეყნების ვალუტების მიმართ, რომლისგანაც შემოდს იმპორტი – ევროკავშირი, თურქეთი, რუსეთი. მეორე, ნავთობის ფასის კლებამ ინფლაცია შეაჩერა. მესამე, ინფლაცია ახლა 1,4%-ზეა და მიუხედავად იმისა, რომ ის გაიზრდება, ეროვნული ბანკის პროგნოზი 5%-ია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის დაწესებულებები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, ფასებს მაინც ზრდიან და ბუნებრივი
აირის მიმწოდებელმაც განაცხადა, რომ გაზრდიდა გაზის ფასს იურიდიულ პირებზე.

 

 

ყველაზე მძიმე მდომგარეობა შეექმნათ იურიდიულ თუ პიზიკურ პირებს, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ხოლო სესხი დოლარში აქვთ. როგორც უმეტესი განვითარებადი ქვეყნები, საქართველოშიც არის მაღალი დოლარიზაცია. საბანკო სესხების დაახლოებით 60% დოლარებშია გაცემული. ბევრ კომპანიას აქვს დოლარის სესხი, ხოლო საცალო ბაზარზე განვადებების 80% დოლარებშია გაცემული. ამ პირებს ახლა ეროვნულ ვალუტაში 15-20%-ით მეტის გადახდა უწევთ“, – აცხადებს აზიმ სადიკოვი.

 

 

ამასთან, სადიკოვი აფასებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას რეფინანსირების საპორცენტო გაკვეთის 0.5%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბანკმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა მსგავსი ნაბიჯები ნაადრევად არ გადადგას.

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის თქმით, ლარის კურსი დამოკიდებული იქნება საგარეო ფაქტორებზე – უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ნავთობის ფასზე, რუსეთის რეცესიასა და სხვა ფაქტორებზე. სადიკოვის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო რეგიონში ყველაზე კარგ პოზიციებს ინარჩუნებს. ის ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის კეთებისთვის საქართველო რეგიონში საუკეთესო ქვეყნაა, გარემოს გაუმჯობესება კიდევ შეიძლება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი