ახალი სკანდალი ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო: რამ "გააბოროტა" ექს-მინისტრი?
31-01-2014, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო სკანდალი გრძელდება. პორტალ "კვირას" ოქრუაშვილის დაკვეთით გაგზავნილი კიდევ ერთი მუქარის შეტყობინება მიაწოდეს.

 

როგორც წერილიდან ირკვევა, ოქრუაშვილი, ოჯახის ლიკვიდაციით, მიხეილ ქარელის მსგავსად, სხვა ყოფილ თანაგუნდელებსაც ემუქრებოდა. ექსმინისტრს ამჯერად, მისივე გუნდის ყოფილი წევრი და მეგობარი უპირისპირდება. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი სოსო ჩიხლაძე, იგივე "ვოლკი", მუქარის შემცველ სმს შეტყობინებებს წლების განმავლობაში პერიოდულად იღებდა, რომლის ავტორადაც, ქარელის მსგავსად, ირაკლი ოქრუაშვილს ასახელებს.

 

როგორც ჩიხლაძემ "კვირასთან" საუბრისას განაცხადა, ოქრუაშვილმა მუქარა სისრულეშიც მოიყვანა და მას ტყვიავში სახლ-კარი 2011 წლის ნოემბერში, შემდეგ კი 2013 წელს დაუწვეს. სოსო ჩიხლაძემ მუქარის წერილი სახლის გადაწვის შემდეგაც მიიღო, რომელიც მან "კვირას" ექსკლუზიურად მიაწოდა:

 

"თუ სახლიდან დასკვნა ვერ გამოიტანე, შემდეგი იქნება დედაშენი, შემდეგ კი ბავშვებს "დაგიბინავებთ". თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი "კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მუქარის სმს შეტყობინებების უკან ირაკლი ოქრუაშვილი დგას. "მუქარის წერილებს ტელეფონით პერიოდულად ვღებულობდი. მიზანი ის იყო, რომ მას მერე, რაც მე ირაკლი ოქრუაშვილს დავშორდი, არაფერი გამეკეთებინა მის საწინააღმდეგოდ. თუნდაც, მისი გარემოცვისთვის, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, თვალი არ ამეხილა იმაზე, რომ უპატრონოდ ვიყავით მიყრილები და ჩვენ მას აღარ ვჭირდებოდით. 2011 წლის ნოემბერში გორის რაიონში ჩემი მშობლების სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, 1 დეკემბერს, მივიღე აღნიშნული სმს შეტყობინება", – აცხადებს ჩიხლაძე.

 

"პირველ დაპირებას იმ თვის ბოლოს დაელოდე", – ეს შეტყობინება კი სოსო ჩიხლაძის მობულურ ტელეფონზე 2011 წლის 14 დეკემბერით თარიღდება. მისივე თქმით, მუქარის შემცველ სმს შეტყობინებებს ის სხვადასხვა რუსული სატელეფონო ნომრიდან იღებდა. "თუ გადავხედავ მანამდე განვითარებულ მოვლენებს, ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტურ მასალებს და ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციებს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი ირაკლი ოქრუაშვილია. ამ ეტაპზე ჩემი მშობლების სახლის დაწვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება საკმაოდ მოკლე დროში უშუალო შემსრულებელს დააკავებს. დარწმუნებული ვარ, კვალი აუცილებლად ირაკლი ოქრუაშვილამდე მივა. მე არ ვსაუბრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უშუალო შემსრულებელი იყო, მე ვამბობ, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი ირაკლი ოქრუაშვილი არის. ფაქტია, რომ ოქრუაშვილის დავალებებს მისი კრიმინალური დაჯგუფების რომელიმე წევრი ასრულებს",- ამბობს "კვირასთან" საუბრისას სოსო ჩიხლაძე.

 

ჩიხლაძის თქმით, ის კარგად იცნობს ირაკლი ოქრუაშვილს და მუქარის მესიჯები სწორედ მისი ხელწერაა. "ჩემი ღრმა რწმენით, ირაკლი ოქრუაშვილი ამ ყველაფრის გამკეთებელია. თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ მის ფსიქოტიპს, მის ქმედებებს, თუნდაც 2007 წელს მისი დაკავების და შემდგომ პერიოდებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის უკან ირაკლი ოქრუაშვილია. კარგად მესმის მიშა ქარელის მდგომარეობა, ეს ყველაფერი ჩემს თავზე განვიცადე… თუმცა, პროცესები კიდევ გრძელდება", – აღნიშნავს სოსო ჩიხლაძე.

 

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი დღემდე ვერ შეეგუა მის კარიერულ ვარდნას და გაბოროტებულია. "დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად და თანამდებობრივად არაფერს წარმოადგენს. ოქრუაშვილმა მაღალი სიმაღლიდან დაბლა დაცემის პროცესი ვერ გადაიტანა და სურს, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს საკმაოდ ცნობილი სინდრომია, მას სურს ხალხის ნდობის მოპოვება და ყველაფერზე მიდის. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან რთულად განიცდიან კარიერულ დაცემას. ამ ყველაფრის მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის ფსიქოტიპში უნდა ვეძებოთ. სწორედ ეს არის ახსნა და მთავარი მიზეზი იმის, რასაც ოქრუაშვილი სჩადის", – ამბობს სოსო ჩიხლაძე "კვირასთან" საუბრისას.

 

როგორც სოსო ჩიხლაძე აცხადებს, მას მუქარის ფაქტებზე ოჯახის წევრებთან არასდროს უსაუბრია.
"ამ ყველაფრის შესახებ ოჯახის წევრებთან არ ვსაუბრობდი. ვცდილობდი, ისინი სტრესისგან და ნერვიულობისგან დამეცვა. არც დედაჩემმა იცოდა ამის შესახებ არაფერი, შესაბამისად, გამოვიდა ისე, რომ გუშინ ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას, დედაჩემმა სახლის დაწვის დამკვეთად ირაკლი ოქრუაშვილი არ დაასახელა. მას უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან მე მათ გავუფრთხილდი", – განაცხადა ჩიხლაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სოსო ჩიხლაძე (2005-2007 წლებში) თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=4882 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი