ოსკარი 2015: საღამოს საუკეთესო გამონათქვამები
22-02-2015, 23:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ „ოსკარის“ დაჯილდოვების 87-ე ცერემონიაზე მსახიობების, რეჟისორებისა თუ წამყვანების მიერ წარმოთქმულ საუკეთესო გამონათქვამებს აქვეყნებს. დაბლა რამდენიმე მათგანია მოცემული.

 


ნიელ პატრიკ ჰარისის მრავალფეროვანი, თავშესაქცევი წამოცდომა

 

 

„ამაღამ ჩვენ ვზეიმობთ ჰოლივუდის ყველაზე საუკეთესო და ყველაზე თეთრ... ბოდიში, ყველაზე ნათელ".

 

 

ჯეი ქეი სიმონსის მამობრივი ვედრება

 

 

„თუ შენ იმისთანა ბედნიერი ხარ რომ გყავს მშობლებიდან რომელიმე ცოცხალი, ან ორთავე მშობელი, დაურეკე მათ. არ მისწერო ტექსტი, არ გაუგზავნო იმეილი. დაურეკე მათ. უსმინე იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ისინი შენთან საუბარს მოისურვებენ".

 

 

ნიელ პატრიკ ჰარისის ხუმრობა რის ვითერსპუნზე

 

 

შემდეგი წამყვანი ისეთი საყვარელია, რომ შეიძლება კოვზით მთლიანად შესანსლო.

 

 

პაველ პავლიკოვსკის ირონია „იდაზე“

 

 

„ჩვენ ეს ფილმი შევქმენით სიმშვიდისა და განმარტოების საჭიროებაზე... და აქ ჩვენ ვიმყოფებით ხმაურისა და აგზნების ეპიცენტრში. ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით“.

 

 

მერილ სტრიპის სამახსოვრო წარდგენა

 


„მათ უსაზღვროდ შეგვივსეს ცხოვრება; ფილმები, რომელშიც ისინი მონაწილეობდნენ, გვაცინებდა, გვაფიქრებდა და გვატირებდა. თავიანთი ნამუშევრებით ისინი ჩვენი სულის ნაწილს აზიარებდნენ. ჩვენ მოგვენატრებიან ისინი ისეთივე სევდით, როგორც ძველი მეგობარი გვენატრება ხოლმე“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი