გუბაზ სანიკიძე: გავბრაზდი, როგორ შეიძლება ივანიშვილმა ასე შეაფასოს ზვიად გამსახურდია... როცა შენ ისეთი მინისტრები გყავს, დაწყებული კვირიკაშვილით, რომლებიც ნეკსაც არ აიტკიებენ ამ ქვეყნისთვის
11-09-2016, 03:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ გამოთქმულ შეფასებას, რომლის მიხედვითაც გამსახურდიას „გამოცდილება და შესატყვისი მანერები“ არ გააჩნდა, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე კატეგორიულად არ ეთანხმება.

 


როგორც მან „TV პირველის“ ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია ამომწურავი ინფორმაცია ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შესახებ, კერძოდ ყაზბეგში გამსახურდიას და ელცინს შორის დადებული ხელშეკრულებისა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესახებ, სხვა შემთხვევაში, „ის საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი კაცია და ასეთ რაღაცებს არ იტყოდა ზვიად გამსახურდიაზე“.

 


„მე დიდი ეჭვი მაქვს და ეს ეჭვი ყოველდღიურად მივითარდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ინფორმირებული. მან არ იცის რა ხდებოდა ეროვნული მოძრაობის დროს. მაგალითად, მარტივ ამბავს გეტყვით. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის ყაზბეგის ხელშეკრულების შესახებ არაფერი. მე მგონი, არც გაუგონია. ვგულისხმობ, როცა ზვიად გამსახურდიამ და ბორის ელცინმა მოაწერეს შეთანხმებას ხელი, სადაც ბორის ელცინმა, ანუ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის გაუქმება. მე მგონია დღეს გაიგებს ამას, თუ ვინმე ეტყვის. მე მგონი ისევ მივდივართ გარემოცვასთან. როგორც ჩანს, მას არანაირი ინფორმაცია ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებით არ აქვს. მან არ იცის, რომ ზვიად გამსახურდიამ აფხაზებთან მოაგვარა სიტუაცია, ქართულ ოცნებას აფხაზებთან საერთოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს არანაირი, ხოო? „ქართულ ოცნებას“ არაფერი არ გაუკეთებია ტერიტორიულ მთლიანობასთან, მათ შორის მეც, თუმცა მე არერთგზის მილაპარაკია ამასთან და არაერთგზის დამიყენებია ეს საკითხი მე, როგორც საჯაროდ, ისე დახურულ ფორმატში, რომ ჩვენ კონტაქტზე უნდა გავსულიყავით ვთქვათ, იგივე ოსებთან და აფხაზებთან, ხომ. ამიტომ, ზვიად გამსახურდიას მანერებზე როცა ვსაუბრობთ, ახლა ეს გემოვნების საკითხია, თუმცა არ ვიცი, ახლა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ დავეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, ზვიად გამსახურდიას რომ უწუნებს მანერებს. რას უწუნებს, არ ვიცი ახლა, ოთხი ენის ცოდნას თუ კლასიკური მუსიკის დაკვრას უზადოდ როიალზე, ესეც არ ვიცი. შეიძლება, ესეც არ იცის მან. მაგრამ არ იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომ აფხაზებთან ზვიად გამსახურდიამ მოაგვარა ურთულეს ვითარებაში. გავახსენებ ყველას, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, გორბაჩოვი აპირებდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას, სადაც ისინი იწვევდნენ, გარდა მოკავშირე რესპუბლიკებისა, ავტონომიებსაც, აფხაზები აპირებდნენ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ზვიად გამსახურდიამ და მისმა ხელისუფლებამ მოახერხა მაშინ, მეც იქ ვიყავი და მოვახერხეთ მაშინ აფხაზები ზურგით შეექცნენ რუსებს და ჩვენსკენ მოტრიალდნენ, ეს იყო გრანდიოზული გამარჯვება“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და დაამატა:

 


„რომ იცოდეს ესა, ის საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი კაცია და ასეთ რაღაცებს არ იტყოდა ზვიად გამსახურდიაზე“.

 


გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ როცა ბიძინა ივანიშვილისაგან ზვიად გამსახურდიას „ამგვარი შეფასება“ მოისმინა, „გაბრაზდა“.

 


„როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ასე შეაფასოს ზვიად გამსახურდია, რომელმაც სხვათაშორის ამ ქვეყანას შეწირა თავი. მე ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით და ფაქტს, ნაკლებად გახმაურებულია. ზვიად გამსახურდიას, დაღუპვამდე რამოდენიმე ხნით ადრე, აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში შეხვდნენ რუსები, რომლებმაც შესთავაზეს რომ ზეპირი განცხადება გააკეთეთ ბატონო ზვიად, რომ დაბრუნდებით, შეხვალთ, უფრო სწორად შეხვალთ „ესენგეში“ და თქვენ დაბრუნდებით ხელისუფლებაში. ზვიად გამსახურდიამ ჰკითხა, რომ არ გავაკეთო ეს, რა იქნებაო მაშინო და რუსებმა უპასუხეს, მაშინ სიკვდილი იქნება ბატონო ზვიადო. და ზვიად გამსხურდიამ უპასუხა, მაშინ იყოს სიკვდილიო. და ასეთ ადამიანზე... და მან შეგნებულად შეწირა თავი ამ ქვეყანას და პრინციპებს, როცა ასეთ ადამიანზე ვლაპარაკობთ, ასე აგდებით, რომ გამოუცდელი იყო... მაინცდამაინც დიდ გამოცდილებას ამ ხელისუფლების ვერ ვხედავ მე. როცა შენ ისეთი მინისტრები გყავს, რომლებიც ნეკსაც არ აიტკიებენ ამ ქვეყნისთვის... (ჟურნალისტი: ვის გულისხმობთ?) ყველას აბსოლუტურად, დაწყებული კვირიკაშვილით, დამთავრებული, არ ვიცი, ბოლოში რომელი ითვლება, ალბათ სიით ხოომ? (ჟურნალისტი: კვირიკაშვილი ის კაცია, რომელიც ნეკსაც არ აიტკიებს?) არ აიტკიებს არც ერთი და არც აუტკიებიათ ამ ქვეყნისთვის არასდროს და არც აპირებენ აიტკიონ. ბოდიში მომითხოვია რაა, ვიღაცას ზვიად გამსახურდია მოწონს თუ არ მოწონს, ის არის ისტორიის ნაწილი, ის არის საქართველოს ისტორიის ნაწილი. ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელი ესეც არის. ამერიკაში სამოქალაქო ომის მონაწილე ორ მხარეს, ორივეს ძეგლს უდგამენ. ამერიკაში ძეგლი უდგას ულის გრანტსაც და რობერტ ლისაც. და საქართველოში ვერ გადავეჩვიეთ ამას და რაღაცა კომპლექსი არის დღევანდელ ქართველებში ზვიად გამსახურდიას მიმართ... არასრულფასოვნების კომპლექსი“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 


„შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა“, - ასეთი შეფასება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ზვიად გამსახურდიას მიმართ GDS-ის ეთერით, რამდენიმე დღის წინათ რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   marina berishvili
      
ბატონო გუბაზ.
ძალიან მსიამოვნებს ბატონ ზვიად გამსახურდიას მიმართ პატივისცემის გამოხატვა,მაგრამ ძალიან დააგვიანეთ" პატრიოტმა ქართველებმა".თუმც სჯობს გვიან ,ვიდრე არასდროს.გმადლობთ.

მე მჯერავს ,რომ წლების შემდეგ კვლავ დავინახავთ დღეს გაკეთებულ კარგ საქმეს.
პოლიტიკა სულაც არ ნიშნავს ერთმანეთის ლანძღვა გინებას,თან ისეთ ფაქიზ თემაზე,რომელიც გავიდა ფარული ჩანაწერით.ჩვენ იმდენად ცოტანი ვართ,რომ გული მტკივა"ასე ძალიან,რომ გვიყვარს ერთმანეთი".მენატრება ერთად შეკრული ქართველები.წარმატმატებას გისურვებთ ყველა სამშობლოსთვის გულანთებულ პოლიტიკოსს,ვისავ ხელგეწიფებათ ქვეყნის მართვადა და სწორ გზაზე გაყვანა.
24 სექტემბერი 2016 11:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი