ილია მეორე: ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება
11-09-2016, 05:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ გაჭირვებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრება გავუადვილოთ. აი, ამას ქადაგებს დღევანდელი სახარება“, - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

 

 

მისი თქმით, ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება.

 

 

„უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. დღევანდელ სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა ვაჟი მივიდა მაცხოვართან და ეკითხება: რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო?! უფალი ამბობს: შეიყვარე ღმერთი, ადამიანი, გიყვარდეს დედა და მამა, პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა - ამას ყველაფერს ვასრულებო. შემდეგ მაცხოვარი ეუბნება, რომ თუ გინდა სრულყოფა, წადი და გაყიდე შენი ქონება, დაურიგე გლახაკთა და შემომიდექი მე. სახარებაში წერია, რომ ეს ახალგაზრდა მაცხოვრისგან მწუხარე წავიდა, რადგან იყო მდიდარი და ვერ გაიმეტა თავისი ქონების დარიგება.

 

 

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა არიან მდიდრებიც, გლახაკებიც, გაჭირვებულებიც. ადამიანმა უნდა დაინახოს სხვა ადამიანის გაჭირვება, უნდა ჰქონდეს სულიერი ხედვა, შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ გაჭირვებას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ცხოვრება გავუადვილოთ. აი, ამას ქადაგებს დღევანდელი სახარება“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები: 2
#2   levan
      
ეს რა უთქვია

ციტატა: გიო
ამიტომ სახელმწიფოს მიწები უნდა მოსთხოვო, ზედ ისეთი ბიზნესი გახსნა, რომელსაც გადასახადები არ მოუწევს, მაგით იყიდო ჯიპები, იფრინო გეი გერმანიებში, იტირო სტალინზე და პუტინზე და კაი იქნება

100%
13 სექტემბერი 2016 07:05
#1   გიო
      
ამიტომ სახელმწიფოს მიწები უნდა მოსთხოვო, ზედ ისეთი ბიზნესი გახსნა, რომელსაც გადასახადები არ მოუწევს, მაგით იყიდო ჯიპები, იფრინო გეი გერმანიებში, იტირო სტალინზე და პუტინზე და კაი იქნება
13 სექტემბერი 2016 01:03
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი