[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ირმა ნადირაშვილი: "დემოკრატიის ჟანგბადი" დასმულია ბიუჯეტზე და ასე ახორციელებს ივანიშვილის დაკვეთებს
23-02-2015, 05:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                                                                   

                                                                       

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი ირმა ნადირაშვილი პროკურატურას მიმართავს და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ჟანგბადის" ხელმძღვანელის, ლევან ჯაშის ერთდროულად ორ სახელმწიფო სტრუქტურაში – შსს-სა და აჭარის მთავრობაში მუშაობის კანონიერების შესწავლისაკენ მოუწოდებს.

 


დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ჟანგბადი" ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების გაკონტროლების მიზნით შექმნა, თუმცა მას თანხას არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდის.

 

 

"ალბათ, თქვენც ჩემსავით გულუბრყვილოდ გეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი კაპრიზის დასაკმაყოფილებლად მაინც გამოიყენებდა საკუთარ თანხებს. მაგრამ ჩვენ მოგვაწოდეს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც გავარკვიეთ, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ჯაში ერთდროულად ორ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს. ის დღემდე იკავებს აჭარაში თანაშემწის პოსტს ხაბაძესთან და მოგახსენებთ რა ანაზღაურება აიღო", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

 

დეპუტატმა ლევან ჯაშის მიერ 2013 წლის მაისიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან, ხოლო 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივნისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ანაზღაურების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ჯამში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან ლევან ჯაშს მიღებული აქვს 48 612 და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 19 678 ლარი.

 

 

"აქ არის ორი მხარე, ერთი - ივანიშვილის წუწურაქობა და მეორე, როცა ის თავისი კაპირიზის დასაკმაყოფილებლად საკუთარ თანხებს არ ხარჯავს და "დემოკრატიის ჟანგბადის" შესანახად ფულს საკუთარ მოსახლეობას ართმევს. ეს ორგანიზაცია დასმულია ბიუჯეტზე და ამის მიხედვით ახორციელებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს რომ გაკონტროლდეს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა, მედია ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კიდევ ერთი დეტალი, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ ორგანიზაციასთან - ექსპერტებს ამ ორგანიზაციამ გაუგზავნა მოთხოვნა რომ გააგზავნონ თავიანთი CV, რათა შეისწავლონ მათი მუშაობა და წარსული. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც წერდა ექსპერტებს, "ფეისბუკზე" აგზავნიდა შეტყობინებებს, გახლავთ მაგდა კოტრიკაძე - ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრის მეუღლე. იცით, რომ ბიუჯეტის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენების ბრალდებით საპყრობილეში სხედან ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი