საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
23-02-2015, 07:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე, უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

 

 

დავით უსუფაშვილმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე ყოფნისას გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო იყო საქართველოსთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე სრული კონსესუსია. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო-ხორვატიას შორის საუკეთესო ურთიერთობებია, მაგრამ ეს ურთიერთობები საჭიროებს გააქტიურებას, თანამშრომლობის პოტენციალის აღმოჩენას ყველა შესაძლო მიმართულებით და მისი ვიზიტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 

 

გრაბარ-კიტაროვიჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას სტუმრობისთვის. მან მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციას საქართველო წარმატებით გაართმევს თავს. მან ურყევი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გვისურვა ოკოპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა და ამ რეგიონების სრული ინტეგრირება საქართველოს შემადგენლობაში.

 

 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება და ამ პროცესისადმი მხარდაჭერა გამოხატა. მისი განცხადებით, ორი ქვეყნის უმაღლეს დონეებზე უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს კონსულტაციები, ხდებოდეს აზრთა გაცვლა, რადგან ამ ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს. კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის აზრით, მნიშვნერლოვანია ურთიერთობა გააქტიურდეს ტურიზმის, ეკონომიკის და ენერგეტიკის სფეროებშიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი