სენაკის მუნიციპალიტეტს 250 000 ლარის ღირებულების სპეცტექნიკა გადაეცემა
23-02-2015, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა შორის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზეც იმსჯელეს, რაც მუნიციპალიტეტისთვის 250 000 ლარის ღირებულების სპეცტექნიკისგადაცემას ითვალისწინებს. დადგენილების პროექტს მხარი 23 დეპუატატი მიემხრო, 3 კი წინააღმდეგი წავიდა.

 

 


როგორც სხდომაზე მყოფმა სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკის შეძენის ინიციატორი ჯერ კიდევ 2013 წლიდან თავად იყო და არაერთხელ დააყენა საკითხი ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოსა და საქართველოს მთავრობის წინაშე.

 


მისივე განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელი სპეცტექნიკის შესაძენად გათვალისწინებული 130 000 ლარის ნაცვლად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს გადაეცემა 250 000 ლარის ღირებულების სპეცტექნიკის ორი ერთეული ( გრეიდერი და ბულდოზერ-ექსკავატორი) დაზოგილი თანხა კი (130 000 ლარი) მოხმარდება მუნიციპალიტეტის თემების გამართული ფუნქციონირებისათვის ადგილზე დასაქმებულ სპეციალისტთა შრომით ანაზღაურებას. საკითხთა ირგვლივ გაშლილი დისკუსიის შემდეგ დადგენილების პროექტი დამტკიცებულ იქნა ( 23 - მომხრე; 3 - წინააღმდეგი).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი