შაჰ სულეიმანის საფლავთან მისაღწევად თურქული ჯარები სირიაში შეიჭრნენ და მავზოლეუმი მიწასთან გაასწორეს
24-02-2015, 00:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

23 თებერვალს, შუაღამისას თურქული ჯარების კოლონამ და იარაღით სავსე სატრანსპორტო საშუალებებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დაახლოებით 33 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ. კუნაპეტ ღამეში ჯარები ძველ მავზოლეუმს მიუახლოვდნენ და ისტორიული არტეფაქტები და რელიგიური სიწმინდეები გაანადგურეს. შემდეგ იქვე თურქული დროშა ააფრიალეს და კომპლექსი მთლიანად მიწასთან გაასწორეს.

 


აღნიშნულის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post - ი წერს.

 

 

სირიის სამოქალაქო ომის ფონზე, სულეიმან შაჰის საფლავის ისტორია, შაჰისა, რომელიც მე-12 საუკუნის გამოჩენილი მხედართმთავარი და ოტომანთა იმპერიის პირველი იმპერატორის ბაბუა იყო, შესაძლოა უცნაურ და უმნიშვნელო რამედ მოგვეჩვენოს. სირიის მთავრობამ თურქული მხარის ამგვარი ქმედება „საზარელ აგრესიად“ შეაფასა, მაგრამ მას არ ძალუძს პასუხის გაცემა თურქეთისთვის, რადგან დაკარგული აქვს კონტროლი ქვეყნის ჩრდილოეთის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელსაც ქურთული მილიცია და მეამბოხეები აკონტროლებენ.

 

 

თურქეთისთვის კი, რომელიც ათწლეულები ახორციელებდა სულეიმან შაჰის სამარის ადმინისტრირებას, ეს ნაბიჯი დიდი ხნის დაგვიანებულიც კი იყო. ანკარას ეს ქმედება კი გვაფიქრებინებს, რომ თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის დე ფაქტო სტატუს ქვოს - სადაც ძალაუფლება სირიელ ქურთებს უპყრიათ - შესაძლოა ცოტა უფრო პრაგმატულად უდგება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი