ილია მეორე: ადამიანის მოღვაწეობის მთავარი მიზანი სიკეთის კეთება, სიყვარულის თესვა უნდა იყოს
14-09-2016, 02:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.

 

 

პატრიარქმა ახალგაზრდობა, სრულიად საქართველო დალოცა და მათთვის ღვთისგან გონიერება და სიკეთე ითხოვა.

 

 

„დღეს არის საეკლესიო კალენდრით ახალი წელი. ახალი წელი მუდამ სიახლის მომტანია, სიახლეს ელოდება ადამიანი. დღეს ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეხედოს წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და ხვალ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი რა არის? ყოველი საქმის წინ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რამდენად საჭიროა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. უნდა გავაანალიზოთ, ანალიტიკური, აზროვნება უნდა გამოვიჩინოთ, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამა თუ იმ საქმეს და ვეღარ ვამთავრებთ. სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ქართველ ადამიანს. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი დიდი საქმე ბოლომდე მიგვატანინოს და დაგვამთავრებინოს“, - ბრძანა პატრიარქმა.

 

 

პატრიარქმა ქადაგებისას ასევე ახალგაზრდებს, ტაძარში შეკრებილ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებს მიმართა და მათთვის სასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

 

„ადამიანის მოღვაწეობის მთავარი მიზანი სიკეთის კეთება, სიყვარულის თესვა უნდა იყოს. ყოველი სასწავლებელი სიყვარულს უნდა უნერგავდეს ახალგაზრდებს“, - განაცხადა უწმინდესმა.

 

 

პატრიარქმა წმინდა სერგის ლავრაში მისი სწავლების პერიოდიც გაიხსენა. უწმინდესის თქმით, იგი მუდამ გრძნობდა უფლის წყალობას და შეწევნას, უფლის მასთან ყოფნას. პატრიარქის განცხადებით, იგი სწავლობდა წმინდა სერგის ლავრაში და ყოველ დილით ემთხვეოდა მის წმინდა ნაწილებს.

 


„მადლითა და სიყვარულით სავსე ვბრუნდებოდით სასწავლებელში. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ღმერთმა გახსნას თქვენი, ჩვენი ყველას გონება: ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხელისუფლების, მღვდელმთავრების, სამღვდელოების, ბერ-მონაზვნების. ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება და გული, რათა ყოველი ჩვენთაგანი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა“, - ბრძანა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი