მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ბრიუსელში იმსჯელებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში უკვე ბელგიის დედაქალაქშია და კონსულტაციებისთვის ემზადება. ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრები ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან გაიმართება, თუმცა ვისთან შედგება მოლაპარაკებები, ის არ აკონკრეტებს.
“ვისაუბრებთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ჩემთვის ეს არის მთვარი თემა. გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებას, რა პრობლემები გვაქვს, როგორ ვხედავთ ვითარებას, მოვუსმენთ რჩევებს -ამას ჩვენ სულ ვაკეთებთ, მე მაქვს მუდმივად მჭიდრო კონტაქტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ასე რომ, ვფიქრობ, პრაღაში შეხვედრის წინ მსჯელობა ურიგო არ იქნება “, – განუცხადა “კურიერს“ ზურაბ აბაშიძემ.
ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ბრიუსელში შეხვედრებს დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი უკვე პრაღაში გაეგზავრება, სადაც 26 თებერვალს კარასინი-აბაშიძის მომდევნო შეხვედრაა დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.