ალექსანდრე ჯეჯელავა: იმედი მაქვს, რომ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო დაწყნარებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც გამოცდას, არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს
14-09-2016, 09:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო მოტივირებული, დამშვიდებული, დაწყნარებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც გამოცდას, არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს. მე დარწმუნებული ვარ ისინი ახალი ენერგიით შეუდგებიან მუშაობას თავანთ მოსწავლეებთან”, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 

მისი თქმითვე, ბევრ სკოლაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურაა.

 

 

„პირველ რიგში გვიხარია, რომ სკოლაში მეტი პირველკლასელი მიდის. ძალიან ბევრ ადგილას ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ზოგან გადასარევი ინფრასტრუქტურით, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით რეაბილიტირებული სკოლები აბსოლუტურად ფანტასტიკურია, დაუჯერებელია და მოგინდებათ სკოლაში დაბრუნება. ასევე, ახალ სასწავლო წელს ვხვდებით ძალიან დროულად და ოპერატიულად დარიგებული სახელმძღვანელოებით, მოსწავლეების კომპიუტერებით“,-აღნიშნა მან და დასძნია, რომ მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოების შერეულ კომპლექტს მიიღებენ, რომელთა დაახლოებით 30% ახალი, ხოლო დაახლოებით 70% მეორადი, 2-3 წლის წიგნები იქნება.

 

 

მინისტრის განცხადებით, ძალიან დაზიანებული წიგნები მოხმარებიდან ამოღებულია.

 

 

„წესით ძალიან დაზიანებული წიგნები არც ერთ მოსწავლეს არ უნდა შეხვდეს, თუმცა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ასეთი მაგალითები იყოს“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.

 

 

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი