გარემოს დაცვის სამინისტრო: საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყანაში მოქმედ გარემოსდაცვით სტანდარტებს
14-09-2016, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის სამმართველოს უფროსი გიზო ჭელიძე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, ქალაქ პეკინში გამართულ დასკვნით სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

 


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმების ტექსტის საბოლოო ვერსიაზე ისაუბრეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჩინეთი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყანაში მოქმედ გარემოსდაცვით სტანდარტებს და ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების წახალისება არ უნდა მოხდეს გარემოს დაცვის პრინციპების შესუსტების ხარჯზე.

 


"მხარეები გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევ აუცილებელ წინაპირობად განიხილავენ. ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების გარდა ჩინეთი და საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

 


პარალელურად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულ ჰონგ-კონგთან, სადაც დეტალურად განიხილავენ დარგობრივ მიმართულებებს, მათ შორის გარემოსდაცვით ნაწილს.

 


მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჰონგ-კონგში 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 


ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააუმჯობესებს ქვეყნის სავაჭრო პოტენციალს და ქართულ ბიზნესს გაუხსნის გზას 1.4 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ურთიერთობისას მხარეები ითვალისწინებენ გარემოსდაცვითი რეგულაციების მნიშვნელობას", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი