მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ მორიგ საკადრო ცვლილებებზე გაზეთი "კვირის ქრონიკა" წერს. გაზეთის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრს თანამდებობებიდან გაათავისუფლებს.
"ცხადია ეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდება. ორი მინისტრი მოსახსნელად გამზადებულია – ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და უკვე ყბადაღებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი. მათ მოხსნაზე ივანიშვილი თანახმაა.
ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების – ოთარ დანელიასა და ელგუჯა ხოკრიშვილის გადაყენების საკითხი, ივანიშვილს ჯერ მათ წასვლაზე დასტური არ მიუცია. თუმცა, ეს თემა განხილვის საგანია",- წერს გაზეთი "კვირის ქრონიკა"
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.