პროკურატურა ერეკლე კოდუას, შმაგი თელიას და დავით ნაირაშვილსაც დაკითხავს
31-01-2014, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მთვარ პროკურატურაში უახლოეს მომავალში მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, ერეკლე კოდუა, შმაგი თელია და დავით ნაირაშვილი დაიკითხონ. ამის შესახებ "კვირას" პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ განუცხადა.


დაზარალებულის სტატუსით პროკურატურაში დღეს დაკითხვაზე გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი, აგრეთვე, მუხროვანის ამბოხების ბრალდებით გასამართლებული კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დაიბარეს. დაზარალებულთა დაკითხვა პროკურატურაში დღეს 13:00, 15:00, 17:00 საათზე დაიწყება. საგამოძიებო უწყების განმარტებით, მათი დაკითხვა იმ ვიდეომასალაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა და მასში ვანო მერაბიშვილი მთავრობის სხვა ყოფილ წევრებთან ერთად ფიგურირებს.

 

"პროკურატურაში პირველ ეტაპზე დაზარალებულები დაიკითხებიან. რაც შეეხება, ერეკლე კოდუას, შმაგი თელიას და დავით ნაირაშვილს – მათი დაკითხვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია", – განაცხადა თემურ დოლიძემ. ამასთან, მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტური იქნება.

 

"დამირეკა გამომძიებელმა და დამიბარა პროკურატურაში. საკითხი შეეხება 29 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალას. იმედი მაქვს, ეს საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული", – განაცხადა კრიალაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, დღესვე მისი ადვოკატი განცხადებას შეიტანს პროკურატურაში, რომლითაც მუხროვანის ამბოხისა და გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. მუხროვანის ამბოხების პერიოდში გადაღებული ვიდეომასალა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 29 იანვარს გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედროფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. "მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე კოდუასა და ახალაიას მიმართავს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. სამხედრო პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა.

 

Youtube-ზე ვიდეო გუშინ Appolon Osman-ის სახელით აიტვირთა.

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=4924 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი