სოფელ დიცში საბავშვო ბაღის გახსნას პრემიერ–მინისტრი ამერიკისა და ლატვიის ელჩებთან ერთად დაესწრო
24-02-2015, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში საბავშვო ბაღი გაიხსნა. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელს დღეს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკისა და ლატვიის ელჩებთან, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად ესტუმრა.

 


„ჩემთვის ემოციური დღეა, რადგან დიცი ჩემი სოფელია, სადაც ბავშვობაში ხშირად ჩამოვდიოდი. აქ 25 წელიწადი არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი და ჩვენი მეგობრების დახმარებით გაიხსნა ახალი ბაღის შენობა. მინდა, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ მთავრობის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების სახელით,“–აღნიშნა პრემიერმა დიცში სტუმრობისას.

 


მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში საბავშვო ბაღის სრული ტექნიკური აღჭურვისთვის და განხორციელებულ პროექტს ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი უწოდა.

 


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა გრძნობდეს მხარდაჭერას.

 

 

„არავის დავიწყებია ეს სოფლები და მისი მოსახლეობა. არავის დავიწყებია, რომ თქვენი აქ ყოფნა და თქვენი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია,“–მიმართა რიჩარდ ნორლანდმა დიცის მოსახლეობას.

 


ლატვიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ელიტა გაველემ სოფელ დიცში საბავშვო ბაღის გახსნას მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. მისივე განცხადებით, პრემიერ–მინისტრისა და დიპლომატების სტუმრობა დიცში, კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები და მათი პრობლემები.

 

 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში 25 წელია, რაც საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 2014 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასევე ბერძნული სამედიცინო ფონდის– „ჰიპოკრატე“ დახმარებით, გარემონტდა მუნიციპალური შენობა. საბავშვო ბაღის ინვენტარით სრულად აღჭურვა უზრუნველყო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ლატვიის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი